347
03 მარტი 2023, 22:18
სანდრო ბაზაძემ იტალიაში, ქალაქ პადუაში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
FIE-ს რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავემ მეოთხედფინალში გამოცდილ გერმანელ სპორტსმენთან, მატიაშ საბოსთან 6-14-დან ზედიზედ 9 ქულა აიღო დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავის მეტოქე მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი, იტალიელი მიკელე გალო იყო, რომელთანაც სანდრო ბაზაძემ დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ანგარიშით 14-15 დათმო და მესამე ადგილზე გავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |