ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 05 მარტი 2023, 19:01

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალურ შეხვედრაში რუმინეთი ანგარიშით 31-7 დაამარცხა. შეხვედრა ავჭალის სტადიონზე გაიმართა.

მატჩის პირველი ნახევარი ანგარიშით 17:0 დასრულდა. ანგარიში თედო აბჟანდაძემ ჯარიმით გახსნა, შემდეგ კი მერაბ შარიქაძემ და სანდრო თოდუამ ლელოს გატანა შეძლეს. ქულების მოპოვება მოწინააღმდეგემ მხოლოდ შეხვედრის მეორე ნახევარში შეძლო, თუმცა ბორჯღალოსნებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს.

ტრადიციულად ამ გუნდებს შორის ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდა, რომელსაც საქართველოს ნაკრები კვლავ დაეუფლა.

რაგბი ევროპის ფინალი 19 მარტს, ესაპნეთში გაიმართბა. საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალია იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი