ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
346 15 მარტი 2023, 21:39

იტალიის ქალაქ ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გერმანელი გულშემატკივრები ნეაპოლის ცენტრში პიაცა დელ გესუზე თავდაპირველად პოლიციას დაუპირისპირდნენ.

შეტაკების შედეგად დაზიანებულია მაღაზიის მინები, ცეცხლი გაუჩნდა ადგილზე მდგარ ავტომობილებს, მათ შორის პოლიციის მანქანებს.

ფრანკფურტის „აინტრახტის“ გულშემატკივრები ნეაპოლის ცენტრში ერთობლივად გადაადგილდებოდნენ, რის შემდეგაც არეულობა დაიწყო. მოგვიანებით, დაპირისპირებულმა მხარეებმა კვამლის ბომბების სროლა დაიწყეს.

ბოლო მონაცემებით, პოლიციამ ვითარების გაკონტროლება უკვე შეძლო, მაგრამ ადგილზე დაძაბულობა კვლავ მაღალია და გერმანელი ულტრასები ისევ პიაცა დელ გესუზე რჩებიან. „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის პოლიციის კორდონი მოეწყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელ გულშემატკივრებს დაპირისპირების ადგილიდან ნელ-ნელა გაიყვანენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი