354
25 მარტი 2023, 19:28
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბულგარელი მარკ ხრისტოვი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე მედალი - ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა
დღეს, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები წააგეს 20 წლის კოტე კაპანაძემ და 23 წლის დიმიტრი გოჩილაიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |