სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
ელგუჯა ბერიშვილი ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
315 03 აპრილი 2023, 14:55
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი პიერ დე კუბერტენის მედლით დაჯილდოვდა. 

ამასთან დაკავშირებით, IOC-ის  პრეზიდენტის თომას ბახის მიერ ლოზანიდან გამოგზავნილ მისალოც წერილში ნათქვამია: 

„ძვირფასო ბატონო ბერიშვილო. 
დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს თქვენ დაგაჯილდოვათ პიერ დე კუბერტენის მედლით ოლიმპიური მოძრაობის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩემს ოფისს დაჯილდოების ცერემონიის თარიღთან დაკავშირებით.
ნება მიბოძეთ, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გულწრფელად მოგილოცოთ ეს ჯილდო. პატივისცემით, თომას ბახი.“

თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლის, ფრანგი ბარონის  პიერ დე კუბერტენის სახელობის მედალი IOC-მა  1997 წელს დააწესა.  ეს არის მნიშვნელოვანი სპეციალური ჯილდო, რომლითაც აღინიშნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების მიერ  ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სულისკვეთების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. 

დღემდე ეს მედალი ასამდე ლაურეატს გადაეცა, მათ შორის - ხუან ანტონიო სამარანჩს (IOC-ის  ყოფილი პრეზიდენტი), ემანუელ ზატოპეკს (მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში), ჰენრი კისინჯერს (აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი), რენიე III გრიმალდის (მონაკოს ყოფილი მმართველი პრინცი), კურტ ფულგერს (შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი), ჯოვანი ანელის (ფიატის ყოფილი პრეზიდენტი), ჟოაო აველანჟს (ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი) და სხვებს.

ელგუჯა ბერიშვილი ქართველთაგან პირველია, ვისაც პიერ დე კუბერტენის მედალი მიენიჭა. 

http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=16&info_id=344
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი