სეოკი: ტოკიო-2020-ის ოლიმპიური თამაშები გადაიდო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
963 24 მარტი 2020, 17:15

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), იაპონიის მთავრობის და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის დღევანდელი შეთანხმების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება 2020 წლის ზაფხული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გადადების შესახებ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღი ცნობილი გახდება მოგვიანებით.

ასევე გადაწყდა, რომ თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ტოკიო-2020.“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი