გოგიტა არქანია პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 23 ივნისი 2023, 17:11

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა (კუმიტე +84 კგ.) ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო. ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე მან დაამარცხა ბოსნია ჰერცოგოვინელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეები.

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი