ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 24 ივნისი 2023, 23:46

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – არ დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით.

შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ასამბლეის 71-მა წევრმა. წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ოთხი დეპუტატი.

დოკუმენტის თანახმად, რუსების და ბელარუსების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში „გამოყენებული იქნება, როგორც ინსტრუმენტი პროპაგანდისთვის და დე-ფაქტო შეუძლებელს გახდის სხვა სპორტსმენების მონაწილეობას, მათ შორის უკრაინელების“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი