ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 25 ივნისი 2023, 15:44

მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს სახელით დღეს სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ვიხილეთ – ნაკრების კაპიტანმა ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვარლამი ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდა და ახალგაზრდა მეტოქესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე რთული გზა გაიარა – ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა დაამარცხა, შეჯიბრის ნახევარფინალში კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ აარონ ვოლფს სძლია.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი