სანდრო ბაზაძე მესამე ევროპული თამაშების ნახევარფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 25 ივნისი 2023, 19:59

პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მესამე ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. კვლავ შესანიშნავად ასპარეზობს ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.

ბაზაძემ ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალამდე ცხრა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ფინალის საგზურისთვის უნგრელ არონ სილაგს დაუპირისპირდება. ნახევერფანალი თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ 17 ივნისს ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი