სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 26 ივნისი 2023, 09:00

მესამე ევროპულ თამაშებზე, რომელსაც პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მასპინძლობს, სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი ხმლით მოფარიკავე ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, კშიშტოფ კაჩკოვსკის დაუპირისპირდა.

დრამატული და დაძაბული ფინალი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოოდ სანდრო ბაზაძემ მეტოქე მაინც დაამარცხა (15:13), ჩემპიონობა იზეიმა და მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, 17 ივნისს ქართველმა ხმლით მოფარიკავემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი