WADA-ს პრეზიდენტი ათლეტებს აფრთხილებს: სპორტში თაღლითების ადგილი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 29 მარტი 2020, 23:27

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრეზიდენტი  ვიტოლდ ბანკა ათლეტებს აფრთხილებს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარება არ გამოიყენონ ანტისადოპინგო წესების დასარღვევად იმ იმედით, რომ მოდუნებული კონტროლი მათ დაუსჯელს დატოვებს. 

„დოპინგთან ბრძოლა არასდროს  წყდება! ასეთია ჩემი გზავნილი სპორტსმენებისადმი. ჩვენ გვაქვს ათლეტთა ბიოლოგიური პასპორტები, გრძელვადიანი ანალიზები, დაკვირვების, გამოძიების და სხვა საშუალებები, რომლებიც უახლოეს კვირებსა და თვეებში მნიშვნელოვანი იარაღი გახდება.

სპორტში თაღლითების ადგილი არ არის.  ათლეტებს კი ვპირდები, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ სუფთა სპორტსმენების დასაცავად, ანტისადოპინგო სისტემის შესანარჩუნებლად.

თუ ზოგიერთი თაღლითი ფიქრობს, რომ მათი დრო მოვიდა, შემიძლია დავარწმუნო, რომ მათ გამოსაჭერად და სპორტიდან გასაძევებლად ყველაფერს ვიღონებთ,“ - განაცხადა ვიტოლდ ბანკამ.

WADA-ს პრეზიდენტი ასევე აღიარებს, რომ სპორტსმენთა გარკვეული ნაწილი შესაძლოა უკმაყოფილო დარჩეს იმ ათლეტების გამო, რომლებსაც დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიკაციის ვადა წლეულს გასდის, რაც მათ ერთი წლით გადავადებულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს: 

„აკრძალვა დროის მონაკვეთს მოიცავს. ის არ არის დამოკიდებული სპორტის რომელიმე კონკრეტულ ღონისძიებაზე და არც იმაზე,  ჩატარდება თუ არა იგი. როდესაც სასჯელს ვადა გასდის, მონაწილეობის უფლებაც გეძლევათ. კანონით, სასჯელის ვადის გახანგრძლივება არ შეიძლება.“





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი