მარიბორში საზეიმოდ დაიხურა ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 30 ივლისი 2023, 10:41
სლოვენიის ქალაქ მარიბორში საზეიმოდ დაიხურა ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

დახურვის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი და მოცურავე ანა ნიჟარაძე.

დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა "სამართლიანი თამაშის" პრიზით დაჯილდოების ცერემონია. სპეციალური კომისის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ეს პრიზი სამაგალითო საქციელისთვის გადაეცა ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონს მათე გველესიანს. ჩვენს სპორტსმენს სცენაზე უხმეს და ევროპის ოლიმპიური აუდიტორიის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში გადასცეს მეტად საპატიო ჯილდო. შეგახსენებთ: მათე გველესიანმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი, რომელიც 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენთათვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა, საქართველოს 31 წარმომადგენელმა სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზა.

ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა  3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

ევროპის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (ძიუდო, -50 კგ.), მერაბ სამადაშილი (ძიუდო, -55 კგ.), მათე გველესიანი (ძიუდო, -66 კგ.), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი ბენდელიანი (ძიუდო, -81 კგ.) და საბა გველესიანი (ძიუდო, -90 კგ.), ძიუდოისტმა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ.) და ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეული ნაკრები გუნდი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი