ბაქოში, ძიუდოს გრანდ სლემზე გურამ თუშიშვლმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 24 სექტემბერი 2023, 18:14

ბაქოში დასრულებულ ძიუდოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვლმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევთან დამარცხდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა გელა ზაალიშვილს, მაგრამ ქართველმა ტემირლან ბაშაევთან წააგო. ბაქოს გრანდ სლემზე ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა ილია სულამანიძემ (100კგ), რომელმაც ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მატვეი კანიკოვსკის დამაჯერებლად სძლია. დღეს ოთხი ქართველი – სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე მხოლოდ ერთი მედალი იყო, 22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი