პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 29 აპრილი 2024, 21:10
სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა.

„არსებობს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, რომლებიც აქ, ამ მოედანზე სწორედ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას შეეწირნენ.

განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია. 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. მათ ეს ქვეყანა 3 წელი არ დაასვენეს და პრაქტიკულად, მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფეს. უფრო შორს თუ წავალთ, ისინი უკვე 20 წელია არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას. ახლა კი, ოღონდ საკუთარი შავი ფული დამალონ, ქვეყნის არევის მესამე ცდასაც არ ერიდებიან,“- განაცხადა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობა დაიწყო
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის- ,,ბაკურიანი 2025“-ის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს
არქივი