IOC-ში იმედს გამოთქვამენ, რომ ერთი თვის ვადაში ჩამოყალიბდება საკვალიფიკაციო შეჯიბრებათა კალენდარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
394 04 აპრილი 2020, 20:57

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა(IOC) ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს აცნობა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ასპარეზობები დასრულდება 2021 წლის 29 ივნისამდე.

IOC-ში იმედს გამოთქვამენ, რომ ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბებენ საკვალიფიკაციო შეჯიბრებათა კალენდარს. ამასთან აღნიშნულია, რომ ტურნირების ჩატარების თარიღებზე და ადგილებზე სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

IOC-ის მითითებით, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა  უნდა მისდიონ სალიცენზიო ასპარეობათა პირვანდელ  წესებს.

სპორტის სახეობები, რომლებიც თამაშებზე კვალიფიკაციისთვის მსოფლიო რეიტინგებს იყენებენ, მათ შორის ძალოსნობა, ძიუდო და ბადმინტონი, სხვა ფედერაციებთან შედარებით უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. IOC-ის განცხადებით, საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა ახალი სალიცენზიო ვადების დადგენისას უნდა შეინარჩუნონ  სრული თავისუფლება. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს იმ სპორტსმენთა ინტერესები, რომლებიც ახლოს იყვნენ ტიკიო-2020-ის საგზურებთან. გარდა ამისა, ტოკიოს თამაშებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2021 წლის სეზონის საუკეთესო შედეგების მქონე სპორტსმენთა მონაწილეობა.

IOC-ის პრეზიდენტის თომას ბახის ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, ყველა სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოს თამაშების საგზური მოიპოვა, ლიცენზიას შეინარჩუნებს. დღესდღეობით 11 ათასი ოლიმპიელიდან ლიცენზია 57 პროცენტს აქვს მოპოვებული.

კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, 24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადეს.

30 მარტს IOC-მა, ტოკიოს და იაპონიის მთავრობებმა XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღები შეათანხმეს. ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი