თაკო ჩარკვიანი: ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაცმოძრაობაში“, წელიწად-ნახევარია, ამას ვამბობ და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 13 იანვარი 2024, 15:32

გააკეთოს ახლა ნიკა მელიამ ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს. როგორ წაიღებს, მაგასაც ვნახავ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა იქნება, შუა ოპოზიციურ ხმებს ვერ წაიღებს.

„მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი პროფესიით, მუდამ რასაც წარმოადგენდა. წელიწად-ნახევარია, თამარ ჩარკვიანი ამას იძახის და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე. გააკეთოს ახლა ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს ნიკანორ მელიამ. როგორ წაიღებს, ვნახავ, მაინტერესებს. ხალხი გონებასუსტი ჰგონიათ ამათ. როგორ უნდა წაიღოს შუა ხმები ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ? ნიკა მელიასთანაა, როგორც ვიცი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, რადგან „მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება“.

„ვერ დაძრეს ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სტაბილური ამომრჩეველი. რომ ვეუბნებოდი, ვერც დაძრავთ-მეთქი, არ სჯეროდათ, ახლა დაიჯერებენ. მიდიოდა ბრძოლა და იყო მტაცებლური მდგომარეობა, რომ წავიყვანთ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მაგრამ ვერ მიჰყავთ. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი