დაჩი ბერაია გახარიას პარტიის წევრებს: ბიჭებო და ქალბატონო ანა, თქვენი ლიდერი, თქვენი პარტია და შესაბამისად თქვენ ასოცირდებით ერთ ქართულ სიტყვასთან, რომელსაც ღალატი ჰქვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 08 თებერვალი 2024, 21:50
„თქვენი ქმედებებით დაეწიეთ და გაასწარით უკვე „ნაცმოძრაობას“ უტიფრობების კეთებაში და ამისი მაინც არ გრცხვენიათ, თუ ღალატის არ გრცხვენიათ?“-  ამ კითხვით მიმართა, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო  გახარიას პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს  - ბიჭებო და ქალბატონო ანა, თქვენი ლიდერი, თქვენი პარტია და შესაბამისად თქვენ ასოცირდებით ერთ ქართულ სიტყვასთან, რომელსაც ღალატი ჰქვია.  არ გრცხვენიათ ამ ყველაფრის, თქვენ რასაც აკეთებთ? რატომ ამყარებთ იმ მოსაზრებებს, რომ ხართ იმ პარტიის წევრი ხართ, რომელსაც მოღალატე ხელმძღვანელობს. 

ასევე მინდა, მეორე შეკითხვა დაგისვათ  - თქვენი ქმედებებით დაეწიეთ და გაასწარით უკვე „ნაცმოძრაობას“ უტიფრობების კეთებაში და ამისი მაინც არ გრცხვენიათ, თუ ღალატის არ გრცხვენიათ? ხომ შეიძლება, რაღაც ზღვარი, წითელი ხაზი არსებობდეს, რის იქითაც, ანუ  ფსკერზე დაბლა არ ჩახვიდეთ. რატომ იქცევით ასე?“- განაცხადა ბერაიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი