თბილისის გრანდ სლემზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ნიკოლოზ შერაზადაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
163 24 მარტი 2024, 19:19

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ნიკოლოზ შერაზადაშვილმა (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ფინალში მან კანადელი ელნაჰასი დაამარცხა.

90 კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ლაშა ბექაური გახდა. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ახალგაზრდა მიხეილ ჯაფარიძემ, რომელიც უნგრელ სპორტსმენთან დამარცხდა.

გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, მესამე ადგილისთვის კი საბა ინანეშვილი (ორივე  – +100 კგ) იბრძოლებს.

თბილისის გრანდ სლმეზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალი იყო – ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი