ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
229 24 მარტი 2024, 19:22

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა – 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

დღესვე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იჭიდავებს, ბრინჯაოსთვის კი საბა ინანეიშვილი (+100) და მიხეილ ჯაფარიძე (100) იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლმეზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალი იყო – ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გახდნენ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ასპარეზობა დაიწყო
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის- ,,ბაკურიანი 2025“-ის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს
არქივი