ვლადიმერ პუტინი - ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, თუ ვინ გასცა ეს ბრძანება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 26 მარტი 2024, 08:17

მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა

პუტინის თქმით, რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება.

„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, თუ ვინ გასცა ეს ბრძანება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, „სისასტიკე“ შესაძლოა დაკავშირებული იყოს „ნეონაცისტურ კიევის რეჟიმთან“.

„ეს სისასტიკე შეიძლება იმ მცდელობების მთელი სერიის დამაკავშირებელი რგოლი იყოს მათი, ვინც ჩვენს ქვეყანას 2014 წლიდან ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის. ნაცისტები კი, როგორც ცნობილია, თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენებას არასდროს უარყოფდნენ. უფრო მეტიც, დღეს, როცა მათი რეკლამირებული კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა, ეს უკვე ყველამ აღიარა და სადავო არ არის“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი