„დინამო არენაზე”საქართველო-საბერძნეთის მატჩი დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 26 მარტი 2024, 20:57

 „დინამო არენაზე”საქართველო-საბერძნეთის მატჩი დაიწყო. გამარჯვებული გუნდი გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

თუ საბერძნეთის ნაკრებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია, საქართველოსთვის ეს ისტორიული შესაძლებლობაა. დღევანდელი დაპირისპირება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

სპეციალურად მათთვის, ვინც ისტორიულ მატჩზე ბილეთების შეძენა ვერ შეძლო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდა. თბილისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: მეტრო და გარკვეულ მარშრუტებზე ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი