მიხეილ ყაველაშვილი: სპორტს, გარდა იმისა, რომ სიხარულის მოტანა შეუძლია, აქვს რესურსი იყოს მომგებიანი სფერო სახელმწიფოსთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 30 მარტი 2024, 11:29

სპორტის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, სპორტის დაფინანსება კი არა, სპორტს შეუძლია ფინანსების მოტანა და აქვს რესურსი, იყოს არა მხოლოდ მიმღები ინვესტიციების, არამედ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას. ყაველაშვილმა ისაუბრა ასევე ახალ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მასობრივი სპორტის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა იმის, რომ თუკი რაიმე ტურნირის გამართვის შესაძლებლობა არსებობდა, ყველა ჩატარებულიყო აქ და მათთვის მასპინძლობა გაეწია საქართველოს. შესაბამისად, დაიწყო მშენებლობის ბუმი, ვინაიდან, ტურნირების ჩატარებას სჭირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ერთი შეხედვით ეს კარგი იყო - სახელმწიფო ხარჯავდა ფულს, მიდიოდა მშენებლობა, ტარდებოდა ტურნირები და ა.შ. მაგრამ ყოველივე ეს ნიშნავდა იმას, რომ ხდებოდა ინვესტირება და პროცესი ჰგავდა ქველმოქმედებას. ფეხბურთით დაინტერესებამ, წარმატებებმა გვაჩვენა, რომ სულ უფრო მასშტაბური ხდება ჩართულობა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ სპორტს - ფეხბურთს, გარდა იმისა, რომ ასეთი სიხარულის მოტანა შეუძლია, აქვს რესურსი იყოს მომგებიანი სფერო სახელმწიფოსთვის. სპორტის დაფინანსება კი არა, სპორტს შეუძლია ფინანსების მოტანა, ანუ, უკუგება ექნება სპორტში ჩადებულ ინვესტიციებს. არა მხოლოდ ფინანსების მოტანა - სპორტის ხელშეწყობა, რომელსაც ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო პროგრამა, თავის მხრივ, მოიცავს განათლების სფეროს, ჯანდაცვას, ტურიზმს და ყველა ამ მიმართულებას ერთობლიობაში კრავს. ჩვენ უნდა ვიყოთ ჯანსაღი ერი და ეს პროფესიონალი ბიჭები იქნებიან ამ პროგრამის განხორციელების ელჩები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
არქივი