მამუკა მდინარაძე: კიდევ უფრო გაუმჭვირვალე, კიდევ უფრო ბნელი გახდა ის ხარჯები, რითაც დონორები საქართველოში „ენჯეო“ სექტორს აფინანსებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 02 აპრილი 2024, 13:53

1,5 წელია ამერიკულ კანონს რუსული რომ დაარქვეს და საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ მოატყუეს. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ კანონს არ ვუბრუნდებით? მათი [არასამთავრობო სექტორის] მხრიდან ითქვა, რომ [დაფინანსება] გამჭვირვალეა და პირობა იყო, რომ იქნება გამჭვირვალე. ჩვენ ჩვენს პირობაზე ამ მომენტამდე ვდგავართ და მათი მხრიდან გამჭვირვალობა სადმე ნახეთ? - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება, მათი პირობის მიუხედავად, უფრო გაუმჭვირვალე გახდა.

„კიდევ უფრო გაუმჭვირვალე, კიდევ უფრო ბნელი გახდა ის ხარჯები, რითაც დონორები საქართველოში „ენჯეო“ სექტორს აფინანსებენ. ჩვენ ვთქვით, რომ არ ვუბრუნდებით კანონს, ისინი ამბობენ, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება [დაფინანსება]. რანაირი დამოკიდებულებაა ეს, რა ხდება? ამას რეაგირება არ სჭირდება?“ - კითხულობს მდინარაძე.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა დაინტერესდნენ იმით, თუ რაში იხარჯება არასამთავრობო სექტორისთვის გამოყოფილი თანხები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე, – განაცხადა დვალიშვილმა
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია
ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში
გიორგი ქოჩორაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია
გურამ კაშია: გილოცავთ მოგებას. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შევეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. მოკლედ, საქართველო ფორმაშია
არქივი