ანტონიო გუტერეში ოდესის პორტს ეწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 19 აგვისტო 2022, 16:56

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ოდესის პორტს ეწვია, - ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო იუწყება.

„ოდესა, პორტი. გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში ჩამოვიდა“, - წერს დეპუტატი „ტელეგრამში“.

ამასთან, გაერო-ს მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ანტონიო გუტერეში სატვირთო გემზე იმყოფება და ტვირთს ამოწმებს.

ქალაქ ლვოვში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სავაჭრო გემების უსაფრთხო გასვლასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევის შემდეგ არსებობს ნიშნები, რომ სურსათის გლობალური ბაზრები სტაბილიზაციას იწყებს.

„უკრაინელი ფერმერების მიერ წარმოებული 560 000 ტონაზე მეტი მარცვლეული და სხვა საკვები გადის ბაზრებზე მთელ მსოფლიოში”, - აღნიშნა გუტერეშმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი