ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 26 აპრილი 2024, 21:44

ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.

დღეს კონტინენტის პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იასპარეზებს. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში გასასვლელად იტალიელ ატილიო ესპოზიტოს იპონით სძლია და ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს ოქროს მედლისთვის დაუპირისპირდება.

დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი: FARA ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან
მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს
მასაცუგუ ასაკავა: დასრულდა პროდუქტიული და საინტერესო ADB-ს 57-ე ყოველწლიური შეხვედრა, დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას და ხალხს თბილი მასპინძლობისთვის
თბილისის მერია: ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები
IDF: სატანკო ძალები ღაზის მხარეს რაფაჰის გადასასვლელს და საკვანძო გზას აკონტროლებენ
არქივი