ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 28 მარტი 2024, 14:25

სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველებისა და აფხაზების მონაწილეობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. ხუთ მებრძოლს დღესვე დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბოლერო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: ქვეყანაში, რომელიც აშენებს თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს, გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხი უნდა არსებობდეს
გიორგი ვოლსკი: სენატორებმა არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი
ირანმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს
თეოლოგი საპატრიარქოს განცხადებაზე: აქ ეკლესიამ საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ გამოთქვა
ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა
არქივი