გერმანიაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 18 აპრილი 2024, 14:20

გერმანიაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სამხედრო ობიექტებზე დივერსიის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს. როგორც „შპიგელი“ წერს, ორი მამაკაცი სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურებისგან იღებდა დავალებებს. ისინი ეჭვმიტანილი არიან დივერსიის მოწყობის მცდელობაში, მათ შორის ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე, ხოლო მიზანს უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენდა.

გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები პოლიციის სპეცრაზმმა ბავარიის მიწაზე, ქალაქ ბაიროიტში აიყვანა. ერთ-ერთ ეჭვმიტანილს „შპიგელი“ 39 წლის დიტერ ს. -დ მოიხსენიებს, რომელსაც რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს.

„შპიგელის“ ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა გერმანიის უსაფრთხოების სამსახურების ყურადღება 2014-2016 წლებში მიიქცია. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირი ამ დროს იბრძოდა უკრაინაში, სეპარატისტების მხარეს. გერმანიის ფედერალური პროკურატურა დიტერ ს.-ს რუსეთის აგენტობაში სდებს ბრალს. გამოძიების ცნობით, ის 2023 წლიდან ეკონტაქტებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს და უზიარებდა იდეებს გერმანიაში დივერსიული ოპერაციების ჩატარების შესახებ. როგორც იუწყებიან, დიტერ ს. დათანხმდა, გერმანიის სამხედრო ობიექტებზე, იარაღის საწყობებსა და სამრეწველო ობიექტებზე აფეთქებები მოეწყო.

გამოძიების მიხედვით, მეორე ეჭვმიტანილი, ალექსანდრი 2024 წლიდან თანამშრომლობდა დიტერ ს.-სთან და მას დივერსიების დაგეგმვაში ეხმარებოდა. ეჭვმიტანილები ერთ-ერთ სამიზნედ განიხილავდნენ ბავარიაში მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი სამხედროები ამერიკული ტანკების მართვაში გადამზადებას გადიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: ამ პროცესის მიზანი არის რადიკალური პროცესები, რევოლუცია, ხელისუფლების შეცვლა და მერე იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ომს დაიწყებს
მიხეილ ყაველაშვილი: ნახეთ, როგორ იქცევა პოლიცია ვირჯინიის უნივერსიტეტში აქციის დაშლისას და რა ვქნათ ახლა - შეშფოთება გამოვხატოთ ამერიკის ხელისუფლების მიმართ და პროტესტი გამოვხატოთ მათი პოლიციის ქმედებაზე?
მიხეილ ყაველაშვილი: სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ
სოციალურ ქსელში სამართალდამცველთა წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო
ნინო წილოსანი: ამ აქციებმა ძალიან კარგად დაგვანახა, რომ სწორედ ამ ანარქიზმისთვის, რადიკალიზმისთვის, რევოლუციური სცენარებისთვის ჩასხმული თანხა ახლა გამოიყენეს
არქივი