უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლონელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოავლინა რუსეთის აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობა შესთავაზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 18 აპრილი 2024, 21:29

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლონელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოავლინა რუსეთის აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ პოლონეთის მოქალაქე რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან („გრუ“) თანამშრომლობდა. მან შეაგროვა უსაფრთხოების შესახებ მონაცემები ჟეშუვ-იასეონკაში მდებარე აეროპორტზე და გადასცა რუსეთის სპეცსამსახურებს.

„ეს უნდა დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში პოლონეთში ყოფნის დროს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურ ოფიცრებმა და უკრაინელმა პროკურორებმა პოლონელ კოლეგებს აცნობეს შესაძლო მკვლელობის მცდელობის შესახებ და მიაწოდეს მათ ამ საქმესთან დაკავშირებით ძირითადი მტკიცებულებები“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აგენტი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. პოლონელმა პროკურორებმა მას ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ის მზად იყო ემოქმედა უცხოური სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: ნურავის ნუ ჰგონია, რომ მეორე ფრონტის გაუხსნელობა ვინმემ გვაპატია - ბოღმად აქვთ, საქართველოს უკრაინიზაცია რომ ვერ შეძლეს. შავი ფული და რევოლუციაც ამისთვის სჭირდებათ
მამუკა მდინარაძე: პოლიციელები საერთოდ აღარ იყვნენ ქუჩაზე და დაიწყეს ქვების სროლა, პარლამენტის ჭიშკრის მონგრევა. როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ ეს დემონსტრაცია სამწუხაროდ მშვიდობიანი არ არის
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის ჩემთვის, პოლიტიკოსის, კოლეგის დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
შსს სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა
აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლს და წიწაკის სპრეის იყენებენ
არქივი