სუსი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 19 აპრილი 2024, 15:03

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და ახალი გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული პარტნიორების შესაბამის უწყებებთან ეფექტიანი და მჭიდრო კოორდინაციის გაგრძელება, მათთან თანამშრომლობით უსაფრთხოების ცალკეულ მიმართულებებზე სამსახურის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა.

„სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობდა სტრატეგიულ მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა და კონკრეტულ მიმართულებებზე მჭიდრო კოორდინაცია, მათ შორის, ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. ასევე, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური მისიების, პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ექსპერტული შეხვედრებისა და ორმხრივი სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობდა უსაფრთხოების სფეროში ახალი პროექტებისა და ინიციატივების შემუშავებას.

საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, მათ შორის, გაფართოვდა „ევროპოლთან“ თანამშრომლობა და საქართველო გახდა „ევროპოლის“ ოპერატიული კონტრტერორისტული ანალიზის კიდევ ერთი პროექტის, „ჰიდრას“ წევრი. 2023 წელს სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ქ. ჰააგაში (ნიდერლანდების სამეფო), „ევროპოლის“ შტაბ-ბინაში „ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამის“ შეხვედრაში, შემდეგ კი განხორციელდა „ევროპოლის“ კონტრტერორისტული ცენტრის დელეგაციის ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ასევე, ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.

საანგარიშო წლის განმავლობაში სამსახურმა, სამართლებრივი და უსაფრთხოების კუთხით, შესაბამისი რეაგირება განახორციელა საერთაშორისო შეთანხმების 60-მდე პროექტზე, მათ შორის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, თავდაცვის, ტრანსპორტისა და საჰაერო მიმოსვლის, საბაჟო, რეადმისიის, უვიზო მიმოსვლისა და სხვა სფეროებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ სასწავლო კურსებში, მათ შორის, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) და ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის სწავლებებში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ საქართველოსა თუ აშშ-ში ორგანიზებულ მრავალუწყებრივ სხვადასხვა სწავლებაში და ა.შ. ასევე, აშშ-ში შედგა ქბრბ საფრთხეებზე მორეაგირე უწყებების მაღალი დონის ვიზიტი და ჩატარდა უწყებათაშორისი ტრენინგი, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა ქბრბ შესაძლებლობების მდგრადობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ამასთან, 2023 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამსახურის თანამშრომლობა ნატოსთან და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) შესაბამისი ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა. საანგარიშო წლის განმავლობაში სამსახური აქტიურად იყო ჩართული წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხორციელების პროცესში.

2023 წელს სამსახურისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირსა და მის სააგენტოებთან თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმატებით განაგრძობდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის ინიციატივაში მონაწილეობას. 2023 წელს სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთსა და თურქეთში გამართული გლობალური კოალიციის კომუნიკაციებისა (CWG) და უცხოელ ტერორისტ მებრძოლთა წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში, ასევე, აშშ-ში გამართულ გაეროს მაღალი დონის კონტრტერორისტულ კვირეულში.

საანგარიშო პერიოდში სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ამზადებდა ინფორმაციას/ანგარიშებს საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული გაეროსა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით, ეუთოს ფარგლებში მიღებული დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების/რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და აწვდიდა მას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ სააგენტოებს.

გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ასეთი დაძაბულობაა, იმის მაგივრად, რომ ევროპარლამენტარებმა დამამშვიდებელი განცხადებები გააკეთონ, ვხედავთ, რომ მომიტინგეთა მხარდამჭერ მესიჯებს ავრცელებენ და ამ აგრესიული ჯგუფების გამოსვლას დემოკრატიის ხმას არქმევენ
გმირთა მოედანზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გაიყვანეს
იაგო ხვიჩია: გულწრფელ პროტესტს აფრთხობს უთავობა, ის, რომ ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ის, რომ ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიასა და საერთოდ სამყაროში უდიდეს მოვლენას - ეს რის ჩვენი სარწმუნოების საიდუმლოთა საიდუმლოების, წმინდა ზიარების დადგინება
რობინ დანიგანი - ახლახან საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობისა და დახმარების შესახებ საკითხის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ უარი თქვა მოწვევაზე
არქივი