საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ევროპის ქვეყნებს შორის, საშუალოვადიან პერიოდში, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 19 აპრილი 2024, 16:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით, საქართველოს საშუალოვადიან პერიოდში, ევროპის ქვეყნებს შორის, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. ფონდის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,7 %-ს, ხოლო 2025 წელს ზრდის ტემპი 5,1%-ს შეადგენს.

სავალუტო ფონდის ანგარიში ასევე შეეხება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით. ამ მაჩნებელის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ხუთ კანდიდატ ქვეყანას და შედარებით მაღალ მაჩვენებელს შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, 2023 წელს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელმა ევროკავშირის ანალოგიური მაჩვენებლის 41% შეადგინა, ხოლო 2029 წლისთვის 51%-ს გადააჭარბებს. შედარებისთვის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 2029 წელს 42%, ხოლო მოლდოვის 39% იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, ესტაკადაზე ასასვლელი გადაკეტეს
სოზარ სუბარი: როდესაც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ერთი უმაღლესი დონის შეხვედრაც კი არ ყოფილა და ამ დროს გვეუბნებიან - ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
დიმიტრი ხუნდაძე: ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში
არქივი