პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 23 მარტი 2024, 14:55

ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე არიან.

პიტერ სტანოს თქმით, სასამართლო სისტემის ყოვლის მომცველი რეფორმა არის ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, პიტერ სტანო ჩვენს ქვეყანას ვეტინგის სისტემის დანერგვისკენ მოუწოდებს, რაც მათთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ მმართველი გუნდის პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, მტკიცეა და ის არ შეიცვლება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი