ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემი მეორედ მოიგო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 23 მარტი 2024, 19:58

საქართველოს ჰიმნმა თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღესაც გაიჟღერა - ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) კარიერის მეხუთე და თბილისის გრანდ სლემის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა, მოუგო გერმანელ, ირლანდიელ, კორეელ და ისრაელელ მეტოქეებს და ფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. სახელოვან ძიუდოისტს გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე კარენ გალსტიანთან მოუწია შეხვედრა. ეს ბრძოლა ტიტულიანი ქართველის წმინდა გამარჯვებით, საოლიმპიადოდ მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულების გამომუშავებით და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
ერთი დღით ადრე ასევე ჩემპიონობა იზეიმა ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი