მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 19 აპრილი 2025, 10:53
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.

უფლის მოწყალების ნიშნად, ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები საქართველოდანაც იმყოფებიან.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია
Politico ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა
ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
ალიევი: საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული
ტრამპმა ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე
არქივი