ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 03 მარტი 2026, 16:57

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდება. ამ თემაზე მან გამოცემა Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ“, - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ ორბანთან კონტაქტი არ აქვს, რადგან მას ეს არ სურს და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერი „არაფრად ღირს“.

„ორბანი ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც მას გავლენიანი პოლიტიკური ძალები აძლევენ ძალას, სხვაგვარად ის არაფრად ღირს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ ფლობს სამხედრო წონას“, - დააკონკრეტა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრჯერ უთქვამს ორბანისთვის, რომ ევროპას არ შეუძლია ენერგორესურსების რუსეთისგან ყიდვა, რადგან „პუტინი დაუყოვნებლივ გამოიყენებს ახალ ფინანსურ შემოსავლებს უკრაინის წინააღმდეგ იარაღის შესაძენად“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია
Politico ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა
ალიევი: საჭიროა ვიფიქროთ არსებული გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, რადგან დღეს „სამხრეთის გაზის დერეფანი“ უკვე სრულად არის დატვირთული
ტრამპმა ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე
გურამ მაჭარაშვილი: დიფ სთეითმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რმელიც შეფასდა ისტორიაში როგორც თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და თავისუფალ სიტყვაზე
არქივი