ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს ომბუდსმენის აპარატი რეგულარულად განახორციელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
153 13 ოქტომბერი 2021, 22:07
 საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგს ომბუდსმენის აპარატი რეგულარულად განახორციელებს.

როგორც ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე პატიმრის უფლებრივი მდგომარეობა მხოლოდ ერთხელ, პენიტენციური სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის მიერ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაირღვა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი და მომავალშიც ვაპირებთ. ზუსტ დროს წინასწარ არ ვასახელებთ, თუმცა, იქნება რეგულარული ვიზიტები. მისი, როგორც პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, ერთადერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, იყო მისი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ გასაჯაროება. საქმე ეხება ჯანმრთელობის დეტალურ ინფორმაციას, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა და პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ეს იყო მისი, როგორც პატიმრის უფლების დარღვევა. სხვა რაიმე პრობლემები და დარღვევები ადგილზე არ დაგვიფიქსირებია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყველაზე პრობლემური ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ეს უნდა მოხდეს ისე რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მივესალმები, რომ ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა მულტიფუნქციური ჯგუფი. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ ჯგუფის შექმნაში და ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატიმრის პირადი ნდობა ექიმების საქმიანობის მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი იქნება თანხმობა, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი რეგულარულად განახორციელებს ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე ობიექტურ ინფორმაციას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის გამოყოფის მოთხოვნით გუშინ მიმართა. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

სამინისტრომ ასევე მიმართა თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველსაც.

საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრების ნაწილი ესწრებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
არქივი