ლიზა იასკო - სააკაშვილს ძალიან სტრესული გარემოშია, განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 25 ნოემბერი 2021, 13:10

სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ განსხვავებებს იმ შეხვედრებს შორის, რაც ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მქონდა. ვხედავ, რომ არსებობს ექიმების მხრიდან ყურადღება, მაგრამ ზუსტად არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„ეს ძალიან ცუდია. ვიცი, რომ ძალიან სტრესული გარემო აქვს. განუწყვეტლივ აქვს ციხეში ყოფნის შეგრძნება. დღეს რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვეუბნებოდნენ, რომ გასვლის დროა. როგორც ვიცი, გუშინ ერთი დეპუტატი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან შესვლას და არ შეუშვეს. როგორც ვიცი, არა მხოლოდ ის, არამედ, ბევრს, ვინც ცდილობს მიხეილთან შეხვედრას, არ უშვებენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ მაქვს განცდა, რომ ამ დღეების განმავლობაში რაიმე გაუმჯობესდა და ძალიან განვიცდი,“- აღნიშნა ლიზა იასკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგეს და საუბრის საშუალება მიეცეს.

„მას ძალიან სურს სასამართლოს წინაშე წარდგომა, რომ მიეცეს საუბრის, ადამიანების ნახვის საშუალება, მას ძალიან სურს ეს კონტაქტები და იმედი მაქვს, ასეც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მისი უფლებების დარღვევა,“- აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის შემდგომი ნაბიჯების შესახებ „ფეისბუქში“ განცხადების გაკეთებას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
არქივი