მარიამ ჯიშკარიანი - დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან, არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 28 ნოემბერი 2021, 16:33

ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდნენ. ჰოსპიტალში „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად ორი ექიმი იმყოფება.

„გრძელდება ფსიქო-ნევროლოგიური გამოკვლევა, რადგან ერთი დღე საკმარისი არ იყო. წინასწარი შედეგებით რაც შეგვიძლია, გითხრათ, დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან. არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ვერნიკეს ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე მის დასწრებასთან ჩვენი შესვლა არაა კავშირში. ჩვენ ვახდენთ დოკუმენტირებას მისი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევების და იმ შედეგების, რაც გამოიწვია შიმშილობამ და წამებამ. 

ცენტრ „ემპათიას“ ორი დასკვნა უკვე გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას არ აღენიშნება იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარსდგეს სასამართლო პროცესზე. ჩვენი აზრით, საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია. არ არის შესაბამისი გარანტიები, ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მას ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც ასევე იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა“, – განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
არქივი