16 მაისიდან ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 12 მაისი 2022, 15:24

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში.

გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა მიიღეს.

ინფორმაცია SchengenVisaInfo.com.-ზეა გავრცელებული.

„შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ჯამში შეესაბამება მთელი ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ.

მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავიამიმოსვლის ნორმალიზების კუთხით, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ეკიპაჟის წევრებისთვის. თუმცა მან აღნიშნა, რომ მგზავრები შესაბამისად უნდა მოიქცნენ და პატივი სცენ გარშემომყოფების არჩევანს.

პატრიკ კის თქმით, მგზავრმა, რომელიც აცემინებს და ახველებს მაინც სასურველია ატაროს ნიღაბი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
დავით ქართველიშვილი: ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების" არარსებული საფრთხეებით ფეიკ-განგაშებს რომ ტეხენ, სწორედ მათ უნდა დაუწესდეს განგაში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას
არქივი