შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე: სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა, ალბათ ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვეტინგს მოითხოვს, იმუქრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 28 მარტი 2024, 12:08
ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა, ალბათ ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვეტინგს მოითხოვს, იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება და სასამართლოს მთლიანად გაყრიან და მოიყვანენ თავის მოსამართლეებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა.

მისი თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც იყო მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან.

„შემდეგ ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება. ვნახეთ, რომ მან ვერც კი გაბედა, აეხსნა, რა იყო შეწყალების საფუძველი. ვნახეთ გამოხმაურებები ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იწონებდნენ, როგორც დეპოლარიზაციის ნაწილს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი, არანაირი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო. ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა, ალბათ ახლა სტრასბურგის სასამართლოს ვეტინგს მოითხოვს, იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება და სასამართლოს მთლიანად გაყრიან და მოიყვანენ თავის მოსამართლეებს. ეს ადამიანი გარეთ გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილს. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და ამ საქმესთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ რაც ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია არის სისხლის სამართლის დამნაშავე; დადასტურდა, რომ იყო მისი ციხიდან გამოყვანის პოლიტიკური მოტივაცია, რათა რამენაირად არეულიყო, ის ყოფილიყო რადიკალური დღის წესრიგის შემქმნელი. ვნახეთ კიდევაც ეს, რომ საბოლოო ჯამში ამ ძალებმა გააერთიანეს ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორი კრიმინალი, რომლებიც, ორივე, უცხოეთიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის შედეგად არის გარეთ. ორივე შემთხვევაში გვიმტკიცებდნენ უცხოეთიდან, რომ ამ ორი კრიმინალის გარეთ გამოსვლის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ვხედავთ, მათი დღის წესრიგი რა არის, ისინი თავს ესხმიან სასამართლოს და მართლმსაჯულებას, ისინი თავს ესხმიან იმ კურსს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მხრივ. ჯერ კიდევ ეს არის ჟურნალი, კინო წინ არის, ვნახავთ ამ ორ რადიკალს, რომ ზუსტად იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიტანას ნაუსედა - საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებები აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, შორდება ევროპულ იდეალებს, ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილის შეკრება ჩავთვალოთ, რომ არის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს - სურს თუ არა რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენული საქართველოს ხილვა
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ
ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო
არქივი