საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტს, რომელიც „უცხოური ხელმძღვანელის სახელით მოქმედი ინტერესების წარმომადგენელთა“ რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 28 მარტი 2024, 12:14

171-ით 25-ის წინააღმდეგ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსის“ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

„სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისა და ერის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა „რენესანსის“ წარმომადგენელმა, საფრანგეთის სამართლის კომისიის თავმჯდომარემ და კანონპროექტის მომხსენებელმა, საშა ჰულიემ დებატების გახსნისას.

კანონპროექტი ითვალისწინებს ოთხწლიან საცდელ პერიოდს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხოური ხელმძღვანელის სახელით მოქმედი ინტერესების წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. აღნიშნული მოიცავს ლობისტებს, შუამავლებსა და ფანდრაიზერებს, რომლებიც მოქმედებენ მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით.

ეს კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობენ, რომ ის გავლენას იქონიებს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე.

კანონპროექტი დაფუძნებულია დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა. ამ ანგარიშით დადგინდა, რომ არსებული მექანიზმები ეფექტური, თუმცა ზოგ შემთხვევაში არასაკმარისია გაზრდილი საფრთხის ფონზე.

კანონპროექტს სენატი მაისში განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას გავაცნოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მოტივაცია, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კონსტიტუციაში მოწესრიგება
ოლაფ შოლცი - 2024 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს, ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა
ნინო ფოჩხუა: საპატრიარქოს წუხანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე
Euractiv: ბელგიის სასამართლოში 17 მაისს გაიმართება მოსმენა ე.წ. Pfizergate-ის საქმეზე, რომლის ფიგურანტიც ურსულა ფონ დერ ლაიენია
არქივი