შალვა პაპუაშვილი - ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 28 მარტი 2024, 12:48
განხილვები იქნება და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, შეუძლია, წარმოადგინოს, მგონია, ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს კანონპოექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს.

„ეს სუფთა პრაქტიკული საკითხია, რომელიც გამოცდილებამ აჩვენა, რომ რესურსის ფუჭად ხარჯვა ხდება, მათ შორის საბიუჯეტო რესურსის მეორე ტურისთვის, როცა მინიმალური სხვაობის გამო საჭიროა ხელახლა როგორც კომისიების, ასევე სხვა რესურსის დახარჯვა. ამის სტატისტიკაც არსებობს და როცა საკითხი განიხილება, ამას თვითონაც ნახავენ. რაც მთავარია, ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომ ამ ტექნიკურ შემოთავაზებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს, თუ არადა იქნება ღია მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ
ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო
გია ცაგარეიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ჩვენი მიზანი არის, რომ სიცრუის ნიაღვარი აღვკვეთოთ როგორმე და ამ აღკვეთის, ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა შეკრება
ცოტნე ანანიძე: შეგიძლიათ მოიფიქროთ ლოზუნგები, მაგრამ ილიასეულ ტრიადას ვერ შეცვლით და ვერ ჩაანაცვლებთ
ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა: ევროკავშირი არაა მართალი, როცა გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს, რადგან ჩვენ მსგავსი ინიციატივის მიღებას ვგეგმავთ ევროკავშირში
არქივი