შალვა პაპუაშვილი: ბარიერთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხდება ფუჭად ხარჯვა რესურსის, მათ შორის საბიუჯეტო რესურსის მეორე ტურებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 28 მარტი 2024, 13:56

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

„იქნება განხილვები პირველ, მეორე, მესამე მოსმენაზე და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, წარმოადგინოს. ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, არანაირი ბარიერთან დაკავშირებული პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს. ეს არის პრაქტიკული საკითხი, რომელიც აჩვენა გამოცდილებამ, რომ ხდება ფუჭად ხარჯვა რესურსის, მათ შორის საბიუჯეტო რესურსის მეორე ტურებისთვის როდესაც მინიმალური სხვაობის გამო, საჭიროა ხელახლა როგორც კომისიების, ისე სხვა რესურსის დახარჯვა. ამის სტატისტიკაც არსებობს და ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამაც, რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული ამ პოლიტიკურ შემოთავაზებას არ აქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მართველმა პარტიამ პარლამენტში დააინიციირა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს: მაჟორიტარული სისტემით საკრებულოში ასარჩევად 40%-იანი ბარიერი უქმდება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს; პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის წარდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი საპატრიარქოს წერილზე: ამ განცხადებით პირველ რიგში მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი ზარქუა სენატორების წერილზე: პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ
დავით მათიკაშვილი: აუცილებელია, კონსტიტუციურ დონეზე გამყარდეს ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ოჯახი და არასრულწლოვანების დაცვა
ირაკლი ღარიბაშვილი NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე: ქვეყანაში რეგისტრირებულია 31 041 „ენჯეო“. თითო კაცი მაინც ხომ ეყოლება ამდენ ორგანიზაციას? თუ ეს ხალხი გამოვა და ჯერჯერობით ამის მესამედი ვნახეთ, ამაში უჩვეულო არაფერია
ირაკლი ღარიბაშვილი: საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ისინი ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ
არქივი