რატი იონათამიშვილი: არ დარჩა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც ქართულ სასამართლოებს არ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 28 მარტი 2024, 14:31
არ დარჩა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა, რომლის მიხედვითაც ქართულ სასამართლოებს არ აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ეს უბრალოდ ციფრები არ არის. ამ ციფრებში კონკრეტული ადამიანების მიერ ნაპოვნი სამართალი აისახება სინამდვილეში, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საუბრები სასამართლოში მნიშვნელოვანი რეფორმის საჭიროების შესახებ სპეკულაციაა.

„მეორე მხრივ, როდესაც ამას ემატება სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული ვერდიქტები, რომლებიც ყოველ ჯერზე არის ქართული სასამართლოების მხარეს და რადიკალურ ოპოზიციას ფაქტობრივად ასამართლებს, ცხადია, ნებისმიერი საუბრები სასამართლოს მნიშვნელოვანი რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით არის მხოლოდ სპეკულაცია და ეს არის არა გულშემატკივრობით ნათქვამი წინადადებები, არამედ პირიქით, სასამართლოს დამორჩილების [მცდელობა]. ამ ადამიანებს არ უხარიათ ის პროგრესი, რაც ჩვენს სასამართლოებს აქვთ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary). სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისა და „ენჯეოების“ ჯგუფის სახით ანტიქართული მოძრაობა გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: როგორ წარმოგიდგენიათ ათი ათასობით ადამიანის იძულებით მისვლა სადმე ან როგორ შეიძლება, იძულება დასჭირდეს ადამიანს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ქვეყანა, ეკლესია?
შალვა პაპუაშვილი: თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში
შალვა პაპუაშვილი NGO-ებისა და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე: უკვე ხილული გახდა, რომ ეს არის ერთი ორგანიზმი, რომელსაც დამფინანსებელიც ერთი ჰყავს, მფარველიც, შემგულიანებელიც და გეგმების დამსახველიც
მამა შალვა კეკელია: მინდა ჩემი ღირებულებების ევროპა, თუ მიმიღებ, უნდა მიმიღო ღირსებით და პატივით, არა სირცხვილით, დამცირებით და მითითებებით - ასე ვიყავით კომუნისტების დროს, რასაც იტყოდა მოსკოვი, ის იყო ყველასთვის საქმე
არქივი