ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 28 მარტი 2024, 16:52
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა.

კარინშმა მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოფიციალურად თანამდებობას 10 აპრილს დატოვებს, როდესაც სეიმი მისი გადადგომის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, პრემიერის პოსტი სეიმის დეპუტატმა, სანდა კალნინია ლუკაშევიცმა დაიკავოს.

23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო. საუბარია კრიშიანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩარტერული რეისების ოფიციალურ ვიზიტებში გამოყენებაზე, რომელიც დაკავშირებულია ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან. გავრცელებული ინფორმაციით, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერული რეისით 36-ჯერ ისარგებლა, რაზეც 1.3 მილიონზე მეტი დაიხარჯა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი