უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 28 მარტი 2024, 19:33

უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. შეხვედრა კიევის ინიციატივით გაიმართა.


„2024 წლის 28 მარტს უკრაინის ინიციატივით გაიმართა ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ“, - ნათქვამია ნატოში უკრაინის წარმომადგენლობის განცხადებაში.


შეხვედრაში უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი მონაწილეობდა.


რუსტემ უმეროვმა მოკავშირეებს გააცნო რუსეთის თავდასხმების შედეგები და უკრაინის მიერ მიღებული საპასუხო ზომები.


უმეროვმა ასევე მოუწოდა ნატოს წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები უკრაინის ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი