ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა სწრაფად დაამტკიცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 28 მარტი 2024, 22:22
უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა სწრაფად დაამტკიცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი კიევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„კონგრესის მიერ უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების სწრაფი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ წარმომადგენელთა პალატაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ მთავარია, უკრაინის დახმარების საკითხი გამაერთიანებელ ფაქტორად დარჩეს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯონსონს მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ და ასევე ისაუბრა „რუსეთის საჰაერო ტერორის დრამატულ ზრდაზე“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი