სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 16 აპრილი 2024, 14:40

სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. აქციაზე იმყოფებიან მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნა არის უცვლელი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და ითხოვენ, რომ ეს კანონპროექტი უკან გაიწვიონ, რადგან ფიქრობენ, რომ კანონი აცდენილი ევროპულ სულისკვეთებას.

აქციაზე ასევე იმყოფებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ შორის ისინი, ვინც გუშინდელ აქციაზე იმ დაპირისპირების კერებში იმყოფებოდნენ, რაც საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე მოხდა. „ქრონიკის“ კითხვაზე, რა საჭირო იყო მოწოდება პარლამენტისთვის წრის შემორტყმასთან დაკავშირებით, როდესაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობდა და ადამიანები მშვიდობიან გარემოში გამოხატავდნენ საკუთარ სათქმელს? ისინი ამბობენ, რომ ეს იყო გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და არ უარყოფენ იმას, რომ მათ შორის, ამ წრის შემორტყმის მიღმა იყო ჩანაფიქრი, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირების.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერის თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
არქივი