მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გთავაზობთ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი დაინიცირდეს და დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსსაც და კონსტიტუციასაც. დაგვიჭერთ თუ არა მხარს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 16 აპრილი 2024, 18:31

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას სახელმწიფოს ღალატის მუხლის დაინიცირებას სთავაზობს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა იმ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც მისი განმარტებით, ოპონენტებისგან მოისმინა, რომ კანონპროექტს არ იწონებენ დასავლელი პარტნიორები, მაგრამ იწონებენ რუსეთიდან და რატომ ღალატობს “ქართული ოცნება” ქვეყანას.

“ახალი იდეა მაქვს და თქვენთან ერთად მინდა, გავახმოვანო. ღალატზე როდესაც არის ლაპარაკი, 2008 წელს, აგვისტოს ომამდე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააინიცირა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და სახელმწიფოს ღალატის მუხლი ამოიღო. ჩვენ შეგვიძლია, დავაინიციროთ ასეთი მუხლი, მოვშალოთ ეს “მოღალატე-მოღალატეს” ძახილი და საშინელი ფორმით სტიგმატიზაცია. გთავაზობთ, სახელმწიფოს ღალატის მუხლი დაინიცირდეს და დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსსაც და კონსტიტუციასაც. დაგვიჭერთ თუ არა მხარს? ვინ მოხვდება ამ მუხლში, მერე ვილაპარაკოთ. დაიმახსოვრეთ ეს ამბავი და დაგვიჭირეთ მხარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს ღალატი იყო, როდესაც იმჟამინდელმა ხელისუფლებამ 2008 წელს ქართველ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება.

„ღალატი ჩემი აზრით არის ის, რომ 2008 წელს რეზოლუციას რომ მხარი დაუჭირეთ და ამას ათიათასჯერ გაგიმეორებთ. ღალატი იყო, როდესაც ქართველ სამხედროებს, მათ შორის ბატონ დევისაც [ჭანკოტაძე] დააბრალეთ ომის დაწყება რუსეთის სასარგებლოდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ არც ერთ ოპონენტს კვლავ არ დაუსახელებია გამჭვირვალობის კანონპროექტის არც ერთი საწინააღმდეგო კონკრეტული არგუმენტი.

“ოპოზიციამ ჩემი თხოვნა აბსოლუტურად დააიგნორა. არ უთქვამთ არც ერთი არგუმენტი, რომელი მუხლიდან, პუნქტიდან, წინადადებიდან გამომდინარე არის შინაარსი რუსული. ახლა უკვე მოვიდა ის დრო, როცა მათ უნდა დაიწყონ დესტრუქცია, ვაანონსებ. ახლა არის ის ეტაპი, როცა უნდა გახურდეს თემა და იყვირონ”, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღეს „ქართულ ოცნების“ წევრებს შეხვდება
მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას, ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს საშიშ მიმართულებაზე აყენებს
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
არქივი