ჩინური მედიის ცნობით, სი ძინპინი მხარს უჭერს ყველა მხარის თანაბარუფლებიანი მონაწილეობით უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის გამართვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 16 აპრილი 2024, 18:39
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. ინფორმაციას საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.  „ამ თვის დასაწყისში, 4 აპრილს, საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE – „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC – „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი“),  ღრმა შეშფოთება გამოთქვეს კანონპროექტის ხელახლა წარდგენის თაობაზე.  ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა, რომლის გაწვევაც ჩვენ დადებითად შევაფასეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ჩვენი განცხადება, რომელიც ამ კანონპროექტის პირველად შემოღებისას გავაკეთეთ, კვლავაც ძალაში რჩება: ეს კანონპროექტი წარმოშობს სერიოზულ კითხვებს ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს კანონპროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.  დღევანდელი შეხვედრის დასასრულს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გათვალისწინებით, ასევე გადაწყვიტა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები მოეთხოვა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ბოლოდროინდელი ცვლილებების თაობაზე“, – აღნიშნულია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს, ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
არქივი